ავსტრალია შიდა საზღვრებს ვირუსის 11-დღიანი ნულოვანი გადაცემის მაჩვენებლით ხსნის

კორონავირუსის შემთხვევების შესამცირებლად ჩაკეტილი ავსტრალიის სამი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული შტატის საზღვარი დღეიდან გაიხსნა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ქვეყნის რამდენიმე შტატში მკაცრი კარანტინი და სასაზღვრო კონტროლი სიდნეიში ვირუსის სწრაფი გავრცელების შემდეგ ამოქმედდა.

ავსტრალიის სამედიცინო სექტორის თქმით, სიდნეის კლასტერი უკვე კონტროლირებადია.

სამი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული შტატის საზღვარი დეკემბრიდან ჩაკეტილია, დღეიდან მისი გახსნა შესაძლებელი გახდა.

მარტის შემდეგ ავსტრალიაში 22,000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 909 ლეტალურად დასრულდა.

სიდნეიში კორონავირუსის გავრცელების გამო კარანტინი გამოცხადდა 20 დეკემბერს გამოცხადდა.