უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს და ომის დასრულების მიზნით დიპლომატიური ნაბიჯები განიხილეს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე განათავსა.
„მადლობას გადავუხადე ემანუელ მაკრონს მსუბუქი ტანკებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებასთან დაკავშირებით მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებისთვის. განვიხილეთ დიპლომატიური ნაბიჯები ომის დასრულების მიზნით. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენებისთვის ადგილი არ არის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.