უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ჯარს შემოწირულობის სახით, ერთი მილიონი დოლარი გადასცა. The New York Times წერს, რომ ზალუჟნიმ ეს თანხა მემკვიდრეობით, უკრაინელი ამერიკელისგან, გრეგორი სტეპანეცისგან მიიღო.
მისივე ცნობით, გენერალმა მთელი მიღებული თანხა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იანვარში შესწირა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსამსახურმა ინფორმაცია დაადასტურა.
უკრაინის ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ წელს საწარმოებმა და კერძო პირებმა უკრაინის არმიას 500 მილიონი დოლარი გადაურიცხეს.