გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ლარს კლინგბეილი კიევისთვის ტანკების გადაცემის შემთხვევეაში, რუსეთიდან ბირთვული ესკალაციის საფრთხეს ვერ ხედავს. ამის შესახებ მან Tageszeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ რუსეთიდან ბირთვული ესკალაციის საფრთხე ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ სწორია, რომ ფედერალური კანცელარია განიხილავს ამ საკითხს. ასევე სწორია, რომ წინ მარტო არც ერთი ქვეყანა არ მიდის. სხვათა შორის, მსგავსი დებატები ახლა მიმდინარეობს შეერთებულ შტატებში", - თქვა კლინგბეილმა.
„მე არ მეშინია. პუტინი ვერ დაგვაშინებს. პეკინში ვიზიტით და ჯო ბაიდენთან შეხვედრისას G20-ის სამიტზე, ოლაფ შოლცმა ხელი შეუწყო ბირთვული საფრთხის მნიშვნელოვან შემცირებას. პუტინმა გააცნობიერა, რომ თუ ამ ხაზს გადალახავდა, ის ჩინეთს, როგორც მთავარ მოკავშირეს დაკარგავს“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
შეგახსენებთ, პოლონეთმა გერმანიას უკრაინისთვის Leopard2 ტიპის ტანკების გადაცემის თხოვნით ოფიციალურად მიმართა.