მეტროსადგური „გოცირიძის“ ექსპერტიზა მიმდინარე კვირაში დასრულდება - ხმალაძე

დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტროსადგური „გოცირიძის“ ექსპერტიზა მიმდინარე კვირაში დასრულდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.

„რაც შეეხება მეტროსადგურ „გოცირიძეს“, მეტრო „გოცირიძე“ უკვე ექსპლუატაციაში მიღების პროცედურაზეა, ექსპერტიზა ამ კვირაში დასრულდება, თუ რაიმე ხარვეზი იქნება გამოასწორებენ და შემდეგ ჩვენ მივიღებთ ექსპლუატაციაში.

უკვე დაქირავებულია ექსპერტი, რომელმაც ტექნიკური დავალება უნდა დაწეროს, მოამზადოს სატენდერო დოკუმენტაცია, 10 მეტროსადგურის პროექტირება-მშენებლობაზე, დანარჩენი მეტროსადგურის მხოლოდ პროექტირებაზე. გამოცხადდება ერთიანი ტენდერი და გამარჯვებული კომპანია თანმიმდევრულად განახორციელებს თბილისის მეტროს 10 სადგურის პროექტირება-მშენებლობას. იმის გათვალისწინებით, რომ ერთიანად ვერ შევძლებთ ამ მეტროსადგურების გაჩერებას, ეს რამდენიმე წლიანი იქნება. ჩემი აზრით, თითო სადგურის რეაბილიტაციას საშუალოდ 1 წელი დასჭირდება. თუ ვიტყვით, რომ 1 წელი გავაჩეროთ 2 სადგური, მას 5 წელი დასჭირდება. თუ ვიტყვით, რომ 3 სადგური გავაჩეროთ, შეიძლება დასჭირდეს 3 წელი, ან კიდევ უფრო მეტი“, - აღნიშნავს ხმალაძე.“, - აღნიშნა ხმალაძემ.