ესპანეთი გეგმავს უკრაინისთვის ტანკების მიწოდების ევროპულ გეგმას შეუერთდეს, მას შემდეგ რაც გერმანია უკრაინისთვის Leoperd2-ის ტანკების მიწოდებას დაუშვებს, - წერს El Pais.
ABC News-მა 24 იანვარს დაწერა, რომ თორმეტი ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს, როგორც კი გერმანია დაამტკიცებს გადაწყვეტილებას. პარალელურად, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს.
„ეს თუ მოხდება, ესპანეთი უკრაინისთვის ტანკების გადაცემის ევროპულ გეგმას შეუერთდება“, - წერს ესპანური გამოცემა.
ბოლო მონაცემებით, ესპანეთის არმია ფლობს Leopard-ის ტიპის 347 ტანკს, საიდანაც 108 Leopard 2 A4-ის ტიპის ტანკია, ხოლო 239 Leopard 2E-ის.