გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის.
ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა შოლცმა დღეს დილით მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.
გერმანია ასევე დაამტკიცებს მესამე ქვეყნების მიერ Leopard 2-ის ტიპის ტანკების რეექსპორტს.
ABC News-მა 24 იანვარს დაწერა, რომ თორმეტი ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს, როგორც კი გერმანია დაამტკიცებს გადაწყვეტილებას. პარალელურად, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს.