ბორის ჯონსონის თქმით, ბრიტანეთში კარანტინი 8 მარტამდე გასტანს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ბრიტანეთი კარანტინის რეჟიმში იანვრის დასაწყისიდანაა, პაბები, რესტორნები და სკოლები დაკეტილია.
ქვეყანა ინფიცირების განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებელს ებრძვის, ბრიტანეთი პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელიც სიკვდილიანობის მაჩვენებლით 100,000-ს გადასცდა.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში, კორონავირუსის ახალი უფრო გადამდები შტამი გასული წლის ბოლოს დაფიქსირდა.
ქვეყანაში უკვე რამდენიმე კვირაა რაც ვაქცინაცია მიმდინარეობს. 11 იანვრიდან ბრიტანეთში გაიხსნება 7 მსხვილი ვაქცინაციის ცენტრი, რამაც უნდა დააჩქაროს მოსახლეობის COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატით აცრის პროცესი.