თურქულმა სამხედრო კომპანია Baykar-მა უკრაინას ორი უპილოტო თვითმფრინავი Bayraktar TB2 გადასცა.
ინფორმაციას უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.
„Baykar-მა უპილოტო თვითმფრინავები უფასოდ გადასცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. უსაზღვროდ მადლობელი ვართ Baykar-ის ჩვენი სახელმწიფოსთვის ყველაზე რთულ დროს უკომპრომისო და მდგრადი მხარდაჭერისთვის“, - აცხადებენ უკრაინის სადაზვერვო სამსახურში.