თურქეთმა უკრაინას ორი უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar TB2-ი საჩუქრად გადასცა

თურქულმა სამხედრო კომპანია Baykar-მა უკრაინას ორი უპილოტო თვითმფრინავი Bayraktar TB2 გადასცა.

ინფორმაციას უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.

„Baykar-მა უპილოტო თვითმფრინავები უფასოდ გადასცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. უსაზღვროდ მადლობელი ვართ Baykar-ის ჩვენი სახელმწიფოსთვის ყველაზე რთულ დროს უკომპრომისო და მდგრადი მხარდაჭერისთვის“, - აცხადებენ უკრაინის სადაზვერვო სამსახურში.