რესპუბლიკელი კონგრესმენის, ადამ კინცინგერის თქმით, ის თავს "მარტოდ" გრძნობს პარტიაში, რადგან ერთადერთი რესპუბლიკელი კონგრესმენია, რომელმაც ტრამპის ორივე იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
„ჩემს პარტიაში თავს ძალიან იზოლირებულად ვგრძნობ. თავს ძალიან იზოლირებულად და მარტოდ ვგრძნობ. ვფიქრობ, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ეპიკური ბრძოლა გვექნება, რაც პარტიის მომავალს განსაზღვრავს“, - აღნიშნა ადამ კინზინგერმა.
კინცინგერის თქმით, ის საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე არ ღელავს.
"რაიმე პოლიტიკური იმპერიის შექმნა აზრადაც არ მქონია. სწორი ნაბიჯი გადავდგი და ვფიქრობ, ისტორია ამას ასე განსჯის“, - აღნიშნა ადამ კინზინგერმა.
ადამ კინცინგერი ერთადერი რესპუბლიკელია, რომელმაც ტრამპის ორივე იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა და მომხრე იყო "25-ე ჩასწორებით" ყოფილი პრეზიდენტის გადადგომის.
სენატს ტრამპის იმპიჩმენტის საქმე 25 იანვარს წარუდგინეს.
2021 წლის 8 თებერვალს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი,დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის მეორე სასამართლო პროცესზე წარსდგება. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს დემოკრატი კონგრესმენები და რესპუბლიკელთა ნაწილი კაპიტოლიუმზე შტურმის წახალისებაში ადანაშაულებენ.