ავღანეთში ძლიერ ყინვას, ბოლო ორ კვირაში, სულ მცირე 158 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში ძლიერ ყინვას, ბოლო ორ კვირაში, სულ მცირე 158 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც ცობილია,  ბოლო 15 წლის განმავლობაში ქვეყნისთვის ეს ყველაზე ცივი ზამთარია, მოსახლეობის დიდ ნაწილს კი, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, გათბობასა და თბილ ტანსაცმელზე წვდომა არ აქვს.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, ძლიერ ყინვას ქვეყანაში 70 000-ზე მეტი მსხვილფეხა პირუტყვიც ემსხვერპლა.

 ჰაერის ტემპერატურამ ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში მინუს 30 გრადუსი ცელსიუსი შეადგინა.