FBI-ს ყოფილ მაღალჩინოსანს აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დარღვევაში სდებს ბრალს

  • აშშ-ის ხელისუფლებამ რუს სანქცირებულ ბიზნესმენ ოლეგ დერიპასკასთან უკანონო თანამშრომლობის ბრალდებით, FBI–ს ყოფილი უფროსი თანამშრომელი, 54 წლის ჩარლზ მაკგონიგალი დააკავა.

FBI-ს ყოფილ მაღალჩინოსანს ჩარლზ მაკგონიგალს რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების დარღვევის - სანქცირებულ რუს ოლიგარქთან ოლეგ დერიპასკასთან მუშაობის გამო, ბრალი წაუყენეს.

გამოძიების განცხადებით, FBI-ის ყოფილი მაღალჩინოსანი კონკურენტი რუსი ოლიგარქის მიმართ გამოძიების ჩატარების სანაცვლოდ, დერიპასკასგან ფულს იღებდა.

„უწყება გააგრძელებს მატ სამართლებრივ დევნას, ვინც არღვევს აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს, რომელიც დაწესდა უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების საპასუხოდ“, - განაცხადეს გამოძიების ფედერალურ ბიუროში.

მაკგონიგალი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.