26 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6451 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6491 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.004 ლარი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8847 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8788 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1406 ლარს შეადგენს და გამყარდა ფუნტი, რომელიც 3.2786 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 27 იანვრიდან შევა ძალაში.