თელავის სოფელ ართანის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად დაიწვა ტყის ქვედა საფარი.
ქრობის პროცესში ჩართული იყო როგორც სახანძრო-სამაშველო სამსახური, ასევე, მოხალისეთა რამდენიმეკაციანი ჯგუფი.
ცეცხლი სოფლიდან დაახლოებით 20 კილომეტრში ალპურ ზონაში, გუშინ საღამოს ადგილობრივებმა შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს.
ხანძარის გაჩენის კონკრეტული მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.