„სამშობლო, მისი ტერიტორიები და საზღვარი გაცილებით მაღლაა, ვიდრე ნებისმიერი მოლაპარაკებები 5 და 10 პარტიას შორის“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჰკითხეს, იმოქმედებს თუ არა პოლიტიკურ პროცესზე პროკურატურის მიერ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის გირაოს შუამდგომლობა.
„სპეკულაციებია იმის შესახებ, რომ დავით გარეჯის საქმე და ამ ორი პირის პატიმრობა იყოს მიბმული მოლაპარაკებების გარკვეულ რაუნდებთან, ეს ასე არ არის, ვერ იქნება და „ქართული ოცნების“ მომლაპარაკებლების და მთლიანი გუნდის პოზიცია ეს არასდროს არ ყოფილა. იმიტომ, რომ სამშობლო, მისი ტერიტორიები და საზღვარი გაცილებით მაღლაა, ვიდრე ნებისმიერი მოლაპარაკებები 5 და 10 პარტიას შორის. შესაბამისად, ეს ორი აბსოლუტურად სხვადასხვა თემაა“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა სასამართლოს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან კარტოგრაფების მხარდამჭერი აქციაა.
პროკურორი დავით გარეჯის საქმეზე: გამოძიების მთელი აქცენტი დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებაზეა მიმართული