მოსკოვთან, ვნუკოვოს აეროპორტში რუსული ვერტმფრენი MI8 ჩამოვარდა.
მედიის ცნობით, ვერტმფრენი სპაციალურ საავიაციო დანაყოფ „როსიას“ ეკუთვნის, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტსა და აგრესორი სახელმწიფოს სხვა მაღალჩინოსნებს ემსახურება.
„ვნუკოვოს აეროპორტში დაშვებისას Mi-8 ვერტმფრენი, პირებით მიწას დაეჯახა და დაზიანდა. წინასწარი მონაცემებით, არიან დაშავებულები", - წერს რუსული მედია.
მედია წერს, რომ საუბარია 2013 წელს გამოშვებულ Mi-8MTV-1-ზე, რომელიც 22 მგზავრზეა გათვლილი.