დანიის ხელისუფლება სამხედრო სავალდებულო სამსახურში ქალების გაწვევას გეგმავს. ამის შესახებ Bloomberg-ი დანიის თავდაცვის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის იაკობ ელემან-იენსენის კომენტარზე დაყრდნობით წერს.
მინისტრის თქმით, ინიციატივა დაკავშირებულია ქვეყნის სურვილთან, „მნიშვნელოვნად გაზარდოს შეიარაღებული ძალები“ და მისი მოთხოვნები NATO-ში გაწევრიანების ფარგლებში შეასრულოს.
ამჟამად დანიაში, ჯარში ქალების გაწვევა ნებაყოფლობით შეუძლიათ, განსხვავებით კაცებისგან, რომლებისთვისაც გაწვევა 18 წლიდან სავალდებულოა.
დანიის არმიაში მსახურობის ვადა ოთხი თვეა.