ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისმა, თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე განხორციელებული თავდასხმის ყოვლისმომცველი გამოძიების ჩატარების განკარგულება გასცა.
„ეს არ ყოფილა წინასწარ განზრახული ტერორისტული თავდასხმა, არამედ იყო ქმედება პირადი მოტივით. უსაფრთხოების დეპარტამენტის მოკვლევები აჩვენებს, რომ დამნაშავე პირადი მოტივებით მოქმედებდა“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანიმ.
მინისტრმა, აზერბაიჯანის ელჩთან ერთად, საელჩოში დაშავებული უსაფრთხოების სამსახურის წევრიც მოინახულა.
თავდასხმა საელჩოში 27 იანვარს განხორციელდა, 50 წლამდე მამაკაცი შენობაში შეიჭრა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან საელჩოს თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა, დაცვის სამსახურის უფროსი და დაშავდა დაცვის ორი წევრი.