საქათველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, Uzbekitstan Airways-ის ფრენების ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაწყებას განიხილავს.
უწყების ცნობით, ეს საკითხი აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ავიაკომპანიის წარმომადგენელთან სერგეი შიროვთან შეხვედრაზე განიხილა.
"მივესალმებით, რომ Uzbekitstan Airways უახლოეს მომავალში განიხილავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შემოსვლას. ჩვენთვის ნებისმიერი მიმართულება და ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია. ცენტრალური აზიიდან მგზავრთნაკადის ზრდის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავიაკომპანიისთვის საკმაოდ მიმზიდველია. იმედი გვაქვს, რომ ავიაკომპანიის მხრიდან განხილვის ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ კიდევ ერთ ახალ ავიაკომპანიას ვიხილავთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში",-განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
Uzbekistan Airways უზბეკეთის სახელმწიფო კომპანიაა და ის უკვე წლებია თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან ოპერირებს.
“შეხვედრაზე, რომელსაც კომპანიის საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერი ვაკო ჭილაშვილი ესწრებოდა, გადაწყდა, რომ Uzbekistan Airways ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან თბილისის მიმართულებით ტაშკენტიდან კიდევ 1 სიხშირეს დაამატებს ფრენებს A 321neo-ს ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს”,-წერია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.