რუსეთი და თურქეთი ექსპერტების დონეზე გაზის ჰაბის უსაფრთხოების დელიკატურ საკითხებს განიხილლავენ.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოლეგ სირომოლოტოვმა განაცხადა.
„ერთობლივი ძალისხმევის შედეგი იყო [რუსეთის პრეზიდენტის] ვლადიმერ პუტინის ინიციატივა თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის შესახებ. ამჟამად ექსპერტების დონეზე განიხილება ამ იდეის განხორციელების სხვადასხვა ასპექტი. კმაყოფილი ვარ თურქი პარტნიორების ენთუზიაზმით, მათი კონსტრუქციული მიდგომით და მჭიდრო ერთობლივი მუშაობისთვის“, - განაცხადა ოლეგ სირომოლოტოვმა.
სირომოლოტოვმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოსკოვი და ანკარა შეძლებენ „წარმატებით მოაგვარონ ყველა წარმოშობილი საკითხი, მათ შორის არსებული და მომავალი ენერგეტიკული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა".
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ენერგეტიკას რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობის ერთ-ერთ წარმატებულ სფეროდ უწოდა.
„ანკარას განწყობა ამ სფეროში კავშირების შემდგომი ხარისხობრივი გაღრმავების შესახებ განპირობებულია ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილებით „ლურჯი ნაკადისა“ და „თურქული ნაკადის“ გაზსადენების მშენებლობაში და რუსეთის, როგორც ლურჯი საწვავის მიმწოდებლის საიმედოობით“, - განაცხადა ოლეგ სირომოლოტოვმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ ანკარა გაზის ჰაბის ექსპლუატაციის დაწყებას ერთი წლის განმავლობაში გეგმავს.