ირანში, ისპაანში ირანის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ საბრძოლო მასალის წარმოების ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა. ირანის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ აფეთქება უპილოტო თვითმფრინავის „წარუმატებელი“ თავდასხმის შედეგია.
ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
სექტემბრიდან რუსეთმა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ირანული თვითმფრინავების გამოყენება დაიწყო.
იანვარში შეერთებულმა შტატებმა ირანის საავიაციო და თავდაცვის სექტორების წინააღმდეგ რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო ახალი სანქციები გამოაცხადა.