გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, სამხედრო მაღალჩინოსნები პენტაგონს ფარულად უბიძგებენ გადაწყვეტილებისკენ, რომ უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების გაგზავნა დაამტკიცოს, რათა ქვეყანას დაეხმაროს, დაიცვას თავი რუსული რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავებისგან.
თუმცა ოფიციალური პირის თქმით, პენტაგონი ორიენტირებულია კიევისთვის იმ შესაძლებლობების გაგზავნაზე, რაც მას ბრძოლის ველზე სჭირდება.
კიდევ ერთმა ინფორმირებულა წყარომ Politico-სთან განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ საკუთარი თვითმფრინავების გადაზიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას და სხვა ქვეყნებიდან F-16-ების რეექსპორტის დამტკიცებას შესაძლოა, კვირები დასჭირდეს.