იარაღის მწარმოებელი გერმანული Rheinmetall-ი მზადაა, ტანკებისა და საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოება გაზარდოს

იარაღის მწარმოებელი გერმანული Rheinmetall-ი მზადაა, მრავალჯერადი რაკეტების წარმოება გაზარდოს. ამის შესახებ Reuters-ს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, არმინ პაპერგერმა განუცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, Rheinmetall მოლაპარაკებებს HIMARS-ის მწარმოებელ ამერიკულ კომპანიასთან, Lockheed Martin-თან მართავს, რათა წარმოება გერმანიაში დაიწყოს.

„კომპანიას ასევე შეუძლია, აწარმოოს 240,000 ტყვია სატანკო საბრძოლო მასალა წელიწადში, რაც იმაზე მეტია, ვიდრე მთელ მსოფლიოს სჭირდება“, - განაცხადა არმინ პაპერგერმა.

მანამდე პეპერგერმა Bild-ს განუცხადა, რომ Rheinmetall-ს უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების მიწოდება 2024 წლის დასაწყისამდე არ შეეძლო. 

„Rheinmetall-ს ამჟამად 22 Leopard 2-ტიპის მოდელი და 88 Leopard 1 აქვს მარაგში, მაგრამ ტანკების შეკეთებას და საბრძოლველად მომზადებას წელზე ნაკლები დროს დასჭირდება“, - აღნიშნა პაპერგერმა.