ირანის ჩრდილო-დასავლეთით მომხდარი მიწისძვრის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 816 დაშავდა. Trend-ის ცნობით, მათგან 120 კლინიკაშია გადაყვანილი.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ხოიდან სამხრეთ-დასავლეთით 8 კილომეტრში მდებარეობდა.
მისი სიმძლავრე 5,9 მაგნიტუდას შეადგენდა.