უკრაინა მოკავშირეებისგან 24 გამანადგურებელი თვითმფრინავის მიღებას ელის. ამის შესახებ უკრაინული მედია ესპანურ გამოცემა El País-ზე დაყრდნობით წერს.
გაზეთი წერს, რომ ეს არის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელსაც უკრაინის არმია თავისი საერთაშორისო მოკავშირეებისგან მიიღებს.
„საჰაერო ძალების პრიორიტეტი ამერიკული F-16-ების მიღებაა, თუმცა კიევი განიხილავს ფრანგული Rafale-სა და შვედური Gripen-ის ვარიანტს“, - წერს გაზეთი.