ბათუმში, ხანძარი იყო, ცეცხლი სასაწყობო შენობა-ნაგებობას გაუჩნდა

ბათუმში, ლერმონტოვისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთასთან ხანძარი იყო. ცეცხლი სასაწყობო შენობა-ნაგებობას გაუჩნდა. 

ამასთან, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.