აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელის პრემიერმინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შესახვედრად ოფიციალური ვიზიტით იერუსალიმში ჩავიდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობის შემდეგ ისრაელსა და პალესტინას სიმშვიდისკენ მოუწოდა.
„პარასკევს მომხდარ სისასტიკეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ინდივიდებზე თავდასხმაა. ეს იყო თავდასხმა აღმსარებლობის თავისუფლებაზეც. ჩვენ ამგვარ ქმედებას მკაცრად ვგმობთ და მასთან ერთად ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერი სახის გამოვლინებას, რომლის მიზანიც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის მოსპობაა.
შურისძიება არ არის სათანადო პასუხი. ამას კიდევ უფრო მეტი ადამიანი ეწირება მსხვერპლად", - განუცხადა ბლინკენმა თელა-ვივში ჟურნალისტებს.
Reuters-ის ინფორმაციით, 31 იავარს აშშ-ს სახელმწიფო მდივნისა და პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტის შეხვედრაა დაგეგმილი.
28 იანვარს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, იერუსალიმის გარეუბანში სინაგოგაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა.