იერუსალიმში, სროლას, სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

აღმოსავლეთ იერუსალიმში, სინაგოგასთან სროლის შედეგად მოკლულია, სულ მცირე, შვიდი ადამიანი, სამი დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა.

ისრაელის პოლიცია მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს. სამართალდამცველების ცნობით, თავდამსხმელი „ნეიტრალიზებულია“.

ამასთან, ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი პოლიციამ მოკლა, როდესაც ის შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა.

როგორც პოლიციაში განაცხადეს, თავდამსხმელი აღმოსავლეთ იერუსალიმის მცხოვრები იყო.