ბრიუსელის მეტროში თავდასხმა მოხდა

ბრიუსელში, მეტროსადგურ „შუმანზე“ თავდასხმა მოხდა. 

Euronews-ის ცნობით, დაშავებულია ქალი და ორი კაცი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. 

ბრიუსელის მერის, ფილიპ კლოზის თქმით, თავდამსხმელი პოლიციამ მალევე დააკავა. თავდამსხმელი 30 წლისაა და სამართალდამცველებმა მისი ვინაობა უკვე დაადგინეს. 

მომხდარის გამო მეტროსადგური მგზავრებისთვის დაკეტილი იყო. სადგური ევროკომისიის შენობის ქვეშ მდებარეობს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სამედიცინო ჯგუფები იმყოფებიან.

Euronews-ი პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ სამართალდამცველები ტერაქტის ვერსიას არ განიხილავენ.