უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სანქცირებულ რუს ოლიგარქს, ოლეგ დერიპასკას ქონება დაუყადაღა.
შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედიასაშულება ავრცელებს.
კერძოდ, გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, უკრაინაში ალუმინის ჰიდროქსიდის უმსხვილეს მწარმოებელს 32 მილიონი UAH (უკრაინული გრივნა) ჩამოართვეს.
თანხები სახელმწიფო საბაჟო სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე ირიცხებოდა.
გამომძიებლების თქმით, 2000 წელს ეს უკრაინული საწარმო რუსი ოლიგარქის კუთვნილ ჰოლდინგს გადაეცა საკუთრებაში.
რუსული ჰოლდინგი მსოფლიოში ალუმინის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია და მასში შემავალი კომპანიების ჯგუფი აგრძელებს რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საჭიროებების დაკმაყოფილებას და ასევე აწვდის საკუთარ საქონელს რაკეტების წარმოებისთვის.