მევლუთ ჩავუშოღლუ: შუა დერეფნის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება, თუ სომხეთიც შეუერთდება

თურქეთი თანამშრომლობს აზერბაიჯანთან, საქართველოსა და ირანთან. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა იმედი, რომ მომავალში ამ თანამშრომლობას სომხეთიც შეუერთდება: „ამგვარად, შუა დერეფნის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება“.

ამასთან, ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ „თურქული სახელმწიფოების ორგანიზაცია“ საკმაოდ გავლენიანი სტრუქტურაა და „ბევრ ქვეყანას სურს გახდეს ამ ორგანიზაციის წევრი“. 

შეგახსენებთ, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (შუა დერეფანი), ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და ამ მარშრუტით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.

TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები.

ასევე წაიკითხეთ: