ჯონ კერი: ბრიტანეთის კლიმატის სამიტი მსოფლიოს გადასარჩენად უკანასკნელი შანსია

ჯონ კერის თქმით, ბრიტანეთის კლიმატის სამიტი მსოფლიოს გადასარჩენად უკანასკნელი შანსია.

"აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ტრამპის ადმინისტრაციისგან გასხვავებული ხედვა აქვს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით",- ამბობს აშშ-ის კლიმატის დესპანი.

ჯონ კერიმ ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი კლიმატის ცვლილებას არასერიოზულად უყურებდა და მისი პრეზიდენტობის დროს ამ კუთხით არაფერი გაკეთდა, წლები კი დაიკარგა.

ჯო ბაიდენმა, აქტიურად დაიწყო საკუთარ ადმინისტრაციასთან ერთად მუშაობა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ.

ბაიდენი ხშირად საუბრობს აშშ-ში შექმნილ ელექტრო მანქანებზე, მას ახალი ინიციატივით მთავრობის კუთვნილი მანქანების ჩანაცვლება სურს, რომელიც ბენზინზე მუშაობს.

" ფედერალურ მთავრობას დიდი რაოდენობით მანქანა ჰყავს, რომელიც ბენზინზე მუშაობს. ჩვენ ამ ავტომობილებს ჩავანაცვლებთ გარემოსთვის უსაფრთხო, ახალი ელექტრო მანქანებით, რომელიც იქნება აშშ-ში, ამერიკელების მიერ წარმოებული",- განაცხადა ბაიდენმა.

ქვეყნის მასშტაბით 650,000-ზე მეტი სახელმწიფო მანქანაა, აქედან 245,000 სამოქალაქო, 173,000 სამხედრო და 225,000 საფოსტო ოფისის ავტომობილი.