იაპონიის მთავრობა უკრაინას გადაუდებელი აღდგენის პროექტებისთვის, განსაკუთრებით კრიტიკული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისთვის 170 მილიონ დოლარს გამოუყოფს, იტყობინება ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური.
რეკონსტრუქციის ამ ეტაპზე უდავო პრიორიტეტია კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა, რომელიც აუცილებელია მოქალაქეების ძირითადი საჭიროებების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა.
მისივე თქმით, ეს აუცილებელი ნაბიჯია დევნილი უკრაინელებისთვის სახლში დაბრუნებისთვის.