ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6552 ლარი გახდა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6518 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0034 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტის ღირებულებამ დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 2.8912 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8711 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0201 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული ვალუტის კურსები ძალაში 2 თებერვალს შევა.