უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსული ტერორიზმის შეჩერების ერთადერთი გზა მისი დამარცხებაა. ამით ვოლოდიმირ ზელენსკი კრამატორსკიზე სარაკეტო შეტევას გამოეხმაურა.
უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, რუსული ტერორიზმი უნდა შეჩერდეს მოიერიშე თვითმფრინავებითა და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით.
კრამატორსკში საცხოვრებელ კორპუსზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, 20 კი დაშავდა. ამის შესახებ დონეცკის ოლქის პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა.
რუსეთის ჯარებმა ქალაქის საცხოვრებელ სექტორს ისკანდერ-K რაკეტით დაუმიზნეს. დაზიანდა სულ მცირე რვა საცხოვრებელი კორპუსი, მათგან ერთი მთლიანად განადგურდა. სავარაუდოთ, სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 20 დაიჭრა. ხალხი შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იყოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.