NDI-ის კვლევის მიხედვით, 2022 წლის დეკემბერში მოსახლეობის 69% მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი უნდა დაწესდეს, ეს მაჩვენებელი გაზრდილია მარტთან შედარებით, მაშინ ამ გადაწყვეტილებას მხარს 66% უჭერდა.
სავიზო რეჟიმის მხარდაჭერა კიდევ უფრო მაღალია თბილისში, 18 -34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში - 74%; ქალებსა (72%) და ოპოზიციის მხარდამჭერებში (79%). ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში მოქალაქეებს ამ საკითხთ ან დაკავშირებით გამოკვეთილი პოზიცია არ აქვთ
NDI-ის კვლევის საფუძველზე, აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.