საფრანგეთი და იტალია უკრაინას, SAMP-T-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს მიაწვდიან.
- უკრაინა აშშ-ის ახალი სამხედრო პაკეტის ფარგლებში, შორ მანძილზე მოქმედ GLSDB-ის ტიპის რაკეტებს მიიღებს
მედიის ცნობით, მოლაპარაკებების დასრულების შესახებ დღეს, საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
ჯერ კიდევ ოქტომბერში უკრაინამ დასავლეთს საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემების გადმოცემა სთხოვა, მაგრამ მხოლოდ იანვრის ბოლოს იტალიურმა პრესამ დაწერა, რომ ვაშინგტონის ზარის შემდეგ, საფრანგეთი და იტალია ტექნიკური დეტალების საკითხზე შეჯერდნენ.
SAMP-T-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები იტალიური და ფრანგული კომპონენტებისგან იქნება აწყობილი.