ლატვიამ ბელორუსის საზღვარზე 36 კილომეტრიანი ღობე ააშენა

ლატვია-ბელორუსიის საზღვარზე სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში, 2022 წლის აგვისტოდან მიმდინარე წლის იანვრის ბოლომდე, 36,1 კმ-ის სიგრძის დამცავი ღობე აშენდა. 

ხეებისგან გაწმენდილი საზღვრის 82 კმ-დან 75-ზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი 173 კმ-იანი სასაზღვრო ღობის მშენებლობას ითვალისწინებს. პირველი, 85,8 კმ სიგრძის მონაკვეთი მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება, ხოლო მეორე, 63,9 კმ, 2024 წლის გაზაფხულზე.

მშენებლობის პირველი ორი ეტაპის განხორციელების პარალელურად, მუშავდება მესამე ეტაპის ტექნიკური დაზუსტება.

Citrus Solutions-მა, რომელიც პროექტს 53,57 მლნ ევროდ ახორციელებს, ფასების შესწავლის შემდეგ მიიღო მუდმივი საზღვრის შემოღობვის პირველი ცხრა პრიორიტეტული მონაკვეთის აშენების უფლება. მეორე ეტაპზე ინფრასტრუქტურის შემდეგი ექვსი მონაკვეთის აშენების უფლება Citrus Solutions-მაც მიიღო, ერთ მონაკვეთს კი შპს „ვია“ ააშენებს.

მეორე ეტაპის ხარჯების მოცულობა დღგ-ს გარეშე 38,7 მილიონი ევრო იქნება.

ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა ბელორუსთან საზღვრის გასაძლიერებლად 63 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ ევროკომისიამ გასული წლის ივლისში დაამტკიცა .

მედიის ცნობით, 2021 წლის შუა პერიოდიდან ლატვია-ბელორუსიის საზღვარზე შეიმჩნევა ჰიბრიდული თავდასხმა - მიზანმიმართულადაა გაზრდილი არალეგალური მიგრაციის ნაკადი, რომელიც ლატვიაში ბელორუსის რეჟიმის პოლიტიკური მხარდაჭერითაა განპირობებული. მიგრანტების შანტაჟის გამო ლატვიის გარდა ლიეტუვასა და პოლონეთსაც დაზარალდნენ. ამ მოვლენების შემდეგ ორივე ქვეყანამ ბელორუსის საზღვარზე ღობის აგება დაიწყო.