უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შაბათს რამდენიმე ყოფილ გავლენიან პოლიტიკოსს მოქალაქეობა ჩამოართვა. Reuters-ი წერს, რომ ზელენსკიმ პრორუსული გავლენისგან ქვეყნის გაწმენდის მიზნით მორიგი ნაბიჯი გადადგა.
ზელენსკიმ არ დაასახელა სახელები, მაგრამ აღნიშნა, რომ რომ მათ აქვთ ორმაგი მოქალაქეობა.
უკრაინის სახელმწიფო მედიის ცნობით, სიაში არიან ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ოფისის წარმომადგენლები.
კერძოდ, განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი, დმიტრო ტაბაჩნიკი, ყოფილი ვიცე-პრემიერი ანდრი კლიუევი და იანუკოვიჩის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასევე, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო.