თურქმენეთი თხევადი გაზის პარტიას უზბეკეთში უფასოდ გაუგზავნის, იუწყება Trend-ი თურქმენულ მედიაზე დაყრდნობით. შესაბამის ბრძანებას თურქმენეთის პრეზიდენტმა, სერდარ ბერდიმუჰამედოვმა მეზობელი ქვეყნის მხარდაჭერისა და თურქმენეთსა და უზბეკეთს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით მოაწერა ხელი.
დოკუმენტის მიხედვით, თურქმენგაზის სახელმწიფო კონცერნმა თხევადი გაზის პარტია უზბეკეთს უსასყიდლოდ უნდა გადასცეს.
მანამდე უზბეკეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ცივი ამინდის ფონზე ენერგორესურსების დეფიციტის გამო, გაზის, ქვანახშირის, საწვავის და ელექტროენერგიის იმპორტის გაზრდა გადაწყვიტა. იმავდროულად, უზბეკეთს ზამთარში თურქმენეთიდან დაახლოებით 1,5 მილიარდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შეაქვს შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.