„აზერბაიჯანთან ჩვენი ძმობა გაგრძელდება. ჩვენ ვმუშაობთ აზერბაიჯანის არმიის მოდერნიზაციაზე, წვრთნასა და აღჭურვაზე", - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა.
მისივე თქმით, ზანგეზურის დერეფანი და მასში გამავალი რკინიგზა და გზები, რეგიონის ეკონომიკისთვის, სოციალური ცხოვრებისა და უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით ფასეულია.
„აუცილებელია, სომხეთმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ მეგობრობის ხელის გაწვდენას სათანადოდ უპასუხოს. სხვისი გავლენის ქვეშ ოცნებას აზრი არ აქვს.
მოდით, გადავხედოთ ფაქტებს, გავაფორმოთ შეთანხმება გონივრული პირობებით. უზრუნველვყოთ მშვიდობა და სტაბილურობა, ვიცხოვროთ კომფორტულად და მშვიდად. ჩვენ გვინდა, რომ სომხეთმა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა“, - აღნიშნა ჰულუსი აკარმა.