საგარეო უწყება: თურქეთში დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ, არანაირი შეტყობინება არ შემოსულა

საქართველოს საელჩოში და სტამბოლში გენერალურ საკონსულოში, თურქეთში დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ, არანაირი შეტყობინება არ შესულა. ამის შესახებ Europetime-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

"საქართველოს საელჩოში და სტამბოლში გენერალურ საკონსულოში, თურქეთში დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ, არანაირი შეტყობინება არ შესულა.საელჩოც და გენერალური საკონსულოც მუდმივ კონტაქტზე რჩებიან თურქეთის შესაბამის უწყებებთან", - განუცხადეს Europetime-ს.

თურქეთში, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 76 ადამიანი, 440 კი დაშავდა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ათი ქალაქი დაზარალდა.