თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 284-მდე გაიზარდა

თურქეთში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ 284 ადამიანი დაიღუპა და 2323 დაშავდა. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.

მისივე თანახმად, მიწისძვრის შედეგად სულ 1710 შენობა ჩამოინგრა.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა (AFAD) განაცხადა, რომ 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა დილის 4:17 საათზე დაფიქსირდა და მისი ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ პროვინციაში, კაჰრამანმარასში, პაზარჯიკის რაიონში იყო.