უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თურქ ხალხს სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო თანაგრძნობა გამოუცხადა.
„გულწრფელად სამძიმარს ვუცხადებ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, თურქ ხალხს და სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ რთულ დროს ჩვენ თურქი ხალხის გვერდით ვდგავართ“, - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე.
თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, უზრუნველყოს ნებისმიერი საჭირო მხარდაჭერა დღევანდელი მიწისძვრის შედეგების დასაძლევად.