უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას საომარი მდგომარეობის გაგრძელებისა და მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა.
შესაბამისი დოკუმენტი უკრაინის პარლამენტის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა. ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის ვადები ამ დროისთვის უცნობია, კანონპროექტებზე განმარტებითი ჩანაწერები არ არის ხელმისაწვდომი.