თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1000-ს გადასცდა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად მხოლოდ თურქეთში 912 ადამიანი დაიღუპა და 5383 დაშავდა.

მსოფლიო ლიდერები, მათ შორის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ანკარას დახმარებას ჰპირდებიან.

მიწისძვრა თურქეთში, სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელში მილიონობით ადამიანმა იგრძნო - ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეპთან იყო.

მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა სირიაშიც.

ვარაუდობენ, რომ გაიზრდება დაღუპულთა რიცხვი, რადგან სამძებრო-სამაშველო სამუშაო გრძელდება.

განახლება

ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში 1700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სამაშველო ოპერაცია სამხრეთ თურქეთისა და ჩრდილოეთ სირიის დიდ ნაწილში ისევ მიმდინარეობს.

თურქეთის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ მხოლოდ თურქეთში პირველი მიწისძვრის შემდეგ 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 5300-ზე მეტი დაშავდა. სირიის ხელისუფლება იტყობინება 783 დაღუპული და 2000-ზე მეტი დაშავებულის შესახებ, წერს თავის მხრივ, AFP.