საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო, - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
- თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 284-მდე გაიზარდა
- საგარეო უწყება: თურქეთში დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ, არანაირი შეტყობინება არ შემოსულა
ილია მეორე მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.
„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, მსოფლიო შეძრა 6 თებერვალს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ. სტიქიას ემსხვერპლა საქართველოს მოქალაქეც.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო. მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა და გთხოვთ, სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახებს.
ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობას, მხნეობას, დაშავებულთა გამოჯანმრთელებას და ვითარების დროულად გამოსწორებას. ღმერთი მშვიდობისა იყოს თქვენთან და ყოველთა თანა ამინ“,- აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად მხოლოდ თურქეთში 912 ადამიანი დაიღუპა და 5383 დაშავდა.