სამაშველო ოპერაცია სამხრეთ თურქეთისა და ჩრდილოეთ სირიის დიდ ნაწილში ისევ მიმდინარეობს. ამ დროისთვის 2000-ზე მეტი ადამიანიდა დაღუპული. სირიის ხელისუფლება 810 დაღუპულისა და 2000-ზე მეტი დაშავებულის შესახებ იტყობინება, წერს BBC.
Anadolu-ს ცნობით, თურქეთის სამხრეთით ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 1498 ადამიანი, დაშავდა 8533.
მიწისძვრა თურქეთში, სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელში მილიონობით ადამიანმა იგრძნო.