მამუკა მდინარაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერებმა უნდა მოუწოდონ, მიიღოს საკვები

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერებმა უნდა მოუწოდონ, მიიღოს საკვები.

„ჩვენ ვიცით ერთი რაღაც, რომ ამდენ მოწოდებებს, დავალებების შესრულებებს, ვიღაცის თვალის ასახვევად დიდი ფულის გადაყრას იმაში, რომ ლობისტები დაიქირაონ, ჯობია, თუ მართლა ვინმეს აინტერესებს ამ ადამიანის ჯანმრთელობა და ობიექტურად ერთი ადამიანი მაინც დარჩა იქეთ მხარეს, ვისაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესება, მოუწოდონ საჭმელი შეჭამოს.

მოუწოდონ, რომ კალორიული საკვებიც შეჭამოს, მიუტანონ და მოუწოდონ. იმ დონეზე დავედით, ჩვენ ვეხვეწებით ლამის აქედან, საჭმელი ჭამოს, მეტად კალორიული. თუ კრიტიკულ ზღვარზე ვიღაცას რისკის გაწევა უნდა და ამით უნდა, სახელმწიფო მოატყუოს, ეს არ გამოდის.

თავის დროზე სტრასბურგის სასამართლომ მოუწოდა, რომ ეჭამა, ახლა მთელი პოლიტიკური ეხვეწება თავისიანების გარდა. მთელი პარადოქსი ამაშია. ერთი ადამიანი იმისთვის, რომ დაარწმუნოს მსოფლიო, რაღაც უბედურება ხდება, აწამებენ და კლავენ, საჭმელს არ ჭამს იმ კალორაჟით, რამდენიც სჭირდება, თურმე ამის გამო უნდა მოხდეს სახელმწიფოში ყველა სამართლებრივი პრინციპის ამოტრიალება.

მიხეილ სააკაშვილი: ვერაფერი გამტეხს

ასე არ ხდება. როგორც სტრასბურგი, ასევე საქართველოს სასამართლო ერთ დასკვნამდე მიდის, უბრალოდ, არ არის ეს ყველაფერი მართალი. უნდა მიღოს შესაბამისი საკვები სააკაშვილმა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.